ჯანმო-ში წითელასა და პოლიომელიტის შესაძლო აფეთქებაზე განაცხადეს

“ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით ვაქცინაციის სამსახურის შეფერხებამ შესაძლოა, ისეთი ინფექციური დაავადებების აფეთქება გამოიწვიოს, როგორებიც არის წითელა და პოლიომელიტი”, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

“COVID-19-ის პანდემიის შედეგად, იმუნიზაციის სამსახურის მუშაობის შეჩერება ისეთი დაავადებების აფეთქების რისკს ზრდის, რომელთა არიდება ეფექტური ვაქცინების გარეშე შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ მაშინ, როდესაც საგანგებო ვითარებების დროს ვაქცინაციის სამსახურები შეფერხებით იწყებენ მუშაობას, ისეთი დაავადებების რისკი იზრდება, როგორიც არის წითელა და პოლიომელიტი.

WHO-ში ამბობენ, რომ წითელას აფეთქებას 2019 წელს კონგოში 6 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

​”დაავადებათა აფეთქებები საფრთხეს არ უნდა წარმოადგენდნენ მაშინ, როდესაც გვაქვს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინები. მაშინ როდესაც მსოფლიო ახალი ტიპის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას ცდილობს, არ უნდა დავმარცხდეთ იმ დაავადებებთან ბრძოლაში, რომელთა არიდება ვაქცინით არის შესაძლებელი. ეს დაავადებები დაბრუნდება, თუ მათ საწინააღმდეგო ვაქცინაციას არ ჩავატარებთ”, – ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანლის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები