ვიეტნამი კორონავირუსს დაემშვიდობა – ქვეყანაში კარანტინი მოიხსნა და განახლდა კაფეების, მაღაზიების, სკოლების მუშაობა

ვიეტნამში უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დადასტურებულა, რის გამოც ქვეყანაში კარანტინის მოხსნის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, – წერს Viet Nam News-ი.

ქვეყნის მსხვილ ქალაქებში სამეწარმეო საქმიანობის განახლების ნებართვაა გაცემული – გაიხსნა კაფეები, მაღაზიები.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ ამუშავდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ამასთან, ჯერ კიდევ სავალდებულოა სოციალური დისტანციის დაცვა და სამედიცინო ნიღბების ტარება, რადგან “ასეთი ქცევა უნდა გახდეს ახალი ნორმა”.

ვიეტნამში სკოლები იანვრიდან იყო დახურული, საყოველთაო კარანტინი კი, 16 მარტიდან მოქმედებს, 25 მარტიდან გაუქმდა ყველა საერთაშორისო და შიდა ავაირეისების დიდი ნაწილი.

როგორც ვიეტნამში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, კიდუნ პარკმა განაცხადა, ასეთი წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა ის, რომ ქვეყანამ კრიზისზე რეაგირება ადრინდელ სტადიაზე დაიწყო. მისი თქმით, ასევე, აღსანიშნავია მოქალაქეების სოციალური შეკრულობა.

ვიეტნამში, 23 აპრილის მდგომარეობით, კორონავირუსის 268 შემთხვევაა დადასტურებული, ქვეყანას არცერთი გარდაცვლილი არ ჰყავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები