სოფელ აღმამედლოში დეპუტატ თამაზ ნავერიანსა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის შეკამათება მოხდა

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ აღმამედლოში მოსახლეობასთან შესახვედრად მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  თამაზ ნავერიანი მივიდა. დეპუტატი შეეცადა, ადგილობრივებს გასაუბრებოდა, თუმცა საუბარს ერთ-ერთ მოქალაქის მხრიდან კამათი მოჰყვა.

როგორც ნავერიანმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აღნიშნა,  ადგილზე პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ.

“ასეთია სიტუაცია – ჩამოვიდა კომპანია “ჯიბე“, მოვიდა ეს პროვოკატორი და რას აკეთებს ახლა აქ. ამაზე მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო. მოსახლეობა კომპანია „ჯიბეს” წარმომადგენლებს თავად ესაუბრება. არ ვიცი, კიტრის ფასი რატომ გაიაფდა და ახლა რა ფასშია, აქ კომპანიის წარმომადგენლები არიან“, – განაცხადა რამაზ ნავერიანმა.

ცნობისთვის, სოფელ აღმამედლოში შეკრებილია მოსახლეობა და ცდილობენ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზება შეძლონ. ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ასევე, ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები