შიდა ქართლში კიდევ ერთი ე. წ. ცხელების ცენტრი ამოქმედდა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ქარელში ამოქმედებული ე.წ. ცხელების ცენტრი მოინახულა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

ქარელის ცენტრალური საავადმყოფოს ბაზაზე მოწყობილი ცხელების ზონა ერთდროულად 35 პაციენტის მიღებასა და მართვას შეძლებს. ამჟამად, რეგიონში 5 ზონაა მოწყობილი. ამ ეტაპზე, საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი არცერთ მათგანშია მოთავსებული.

როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედი ე.წ ცხელების ცენტრების რესურსი ამ ეტაპზე საკმარისია და შექმნილი ვითარების მართვა გართულებების გარეშე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები