ანგელა მერკელი ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობასთან დაკავშირებით ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდებს
აშშ-ის, საფრანგეთის, ავსტრალიისა და სხვა ქვეყნების შემდეგ, ჩინეთს კორონავირუსთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის გასაჯაროებისკენ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა მოუწოდა.
“მივიჩნევ, რომ რაც უფრო გამჭვირვალედ წარადგენს ჩინეთი ვირუსის წარმოშობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მით უკეთესი იქნება ყველასთვის”, – განაცხადა მერკელმა.
მანამდე, მსგავსი პრეტენზიით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვიდა. მისი თქმით, პანდემიის გამოწვევა უხანის ლაბორატორიიდან გაჟონვას შეიძლება გამოეწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კი განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებს მხოლოდ გულუბრყვილო ადამიანი თუ დაუჯერებს.