იტალიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა (ფოტო, ვიდეო)

კუნძულ სიცილიაზე ევროპაში ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანი – ეტნა გააქტიურდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვულკანის კრატერთან კვამლია, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე ვრცელდება.

აღინიშნება, რომ ლავის ნაკადები ვულკანის სამხრეთ-აღმოსავლეთის კრატერიდან ​მიედინება.

ამოფრქვევა 19 აპრილს, ადგილობრივი დროით 8:30 საათზე დაიწყო.

​ქვეყნის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტში აღნიშნავენ, რომ ეტნას ენერგეტიკული შიდა სისტემის უეცარ გაძლიერებას აფიქსირებენ.

ეტნა სიმაღლით, დაახლოებით, 3380 მეტრია და ამჟამად ყველაზე მაღალი და აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები