სომხეთში კორონავირუსით უკვე 22 ადამიანია გარდაცვლილი

​სომხეთში ერთ დღეში კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 1 339 ინფიცირებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გასულ 24 საათში ლეტალური შემთხვევების რიცხვი ორით გაიზარდა და, ჯამურად, 22 შეადგინა.

ამასთან, ვირუსის დამარცხება 580 პაციენტმა შეძლო

სომხეთში 14 მაისამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები