თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 86 ათასს გადააჭარბა, ვირუსს 2 ათასზე მეტი პაციენტი ემსხვერპლა

თურქეთში ბოლო 24 საათში ვირუსს 127 ადამიანი ემსხვერპლა, ჯამურად, კორონავირუსს უკვე 2017 პაციენტია გარდაცვლილი.

ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ დაწერა.

მისივე ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში 3 977 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ქვეყნის მასშტაბით კი 86 306 ინფიცირებულია.

გარდა ამისა, ერთ დღეში დაავადების დამარცხება 1 523 პირმა შეძლო, ჯამურად, 11 976 გამოჯანმრთელებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები