ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი ბათუმის კლინიკა ,,მედალფაშია“ გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
დღის განმავლობაში Covid-19-ზე კვლევა 140 პირს ჩაუტარდა.
ამ ეტაპზე, აჭარაში ცხელების კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 39 პაციენტი მკურნალობს.
შეგახსენებთ, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 394 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 92 უკვე გამოჯანმრთელდა, 4 გარდაიცვალა. ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5094 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 547 პირია.