არჩილ თალაკვაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე რეჟისორ რეზო ესაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

“რეზო ესაძის სახით ჩვენმა საზოგადოებამ გამორჩეული ადამიანი დაკარგა, თუმცა მისი ხელოვნება უკვდავია და რჩება ჩვენთან. ეროვნული კინემატოგრაფის განვითარებაში რეზო ესაძის წვლილი განსაკუთრებულია. მუდამ გვემახსოვრება მისი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაც, რომელიც არაერთხელ გამოავლინა.
​საქართველოს პარლამენტის სახელით, ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს”,-აღნიშნულია პარლამენტის თავმჯდომარის სამძიმრის წერილში.
​ცნობისათვის, 86 წლის ასაკში ქართველი რეჟისორი და სცენარისტი – რეზო ესაძე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები