ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია უცვლელი წესით ჩატარდება
ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას უცვლელი წესით, ქუთათელ გაენათელი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე გამრეკელი აღავლენს. ტაძრის წინამძღვარი მრევლს მოუწოდებს, რომ ტაძარში კომენდატის საათის დაწყებამდე ფეხით მივიდეს. მისივე თქმით, ტაძარში ადამიანებს შორის დისტანცია დაცული იქნება.
“ეს არის დღესასწაულთა დღესასწაული. ის ადამაინები, ვინც მრევლს ხელს უშლის ამაში, მათი პრობლემაა. ისინი ვინც დაყვებიან ამ ნებას და შიშს გამოიჩენენ, შემდგომში შესანანებელი ექნებათ”,- აღნიშნა ტაძრის წინამძღოლმა მამა გიორგიმ.
შეგახსენებთ, ბაგრატის ტაძარში სააღდგომო ლიტურგია 23 საათზე დაიწყება.