მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გარდამოვიდა

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი გადმოვიდა. უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან, ზეციური ცეცხლი თბილისის დროით, დაახლოებით 14:48 საათზე გადმოვიდა.
მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მსოფლიოს მართლმადიბელური ეკლესიების 15 წარმომადგენელი დაიშვებოდა.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა.
ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები