მარინა ეზუგბაია: ინფექციურ საავადმყოფოში ორი კრიტიკულთან მიახლოებული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 45 პაციენტი იმყოფება, მათგან რვას მძიმე პნევმონია აღენიშნება.

„გუშინ ჩვენს ცენტრს საღამოდან დილამდე პაციენტი არ შემატებია. გვყავს ისევ 45 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა გუშინდელ ექვს დადასტურებულ შემთხვევაში გითხარით, რომ გაფართოებული კვლევებისა და შეფასების შემდეგ, აღნიშნული ექვსი შემთხვევიდან, სამი არის საკმაოდ მძიმე პნევმონიით. ჯერ მართვადია მათი მდგომარეობა. ვნახოთ, არსებულ მკურნალობაზე პროგრესირებას თუ აღარ განიცდის დაავადება, მაშინ დასტაბილურდება და გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს.
​უკვე დასტაბილურდა კრიტიკულთან მიახლოებული ორი პაციენტი. მძიმე გვყავდა ხუთი პნევმონიით, ერთი სუნთქვის უკმარისობით და დანარჩენი სუნთქვის უკმარისობის გარეშე. დაგვემატა კიდევ სამი პაციენტი, შესაბამისად, მძიმე პნევმონიით ახლა გვყავს რვა პაციენტი “, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები