სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ნობათების დარიგების პროცესი გრძელდება

მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვასთან დაკავშირებით იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის,  ზვიად შალამბერიძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის მერებს მიეცათ რეკომენდაცია, სოციალურად ყველაზე მოწყვლად კატეგორიას სასურსათო პაკეტები ადგილზე მიუტანონ, ასევე, დაეხმარონ მათ საჭიროებებიდან გამომდინარე.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, რეკომენდაციის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით, სხვადასხვა კატეგორიის საჭიროების მქონე ხუთას ოჯახს ორი დღის განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია, მერიის თანამშრომლები და მოხალისეთა ჯგუფები პროდუქტებს ბინაზე მიუტანენ.

“პირველ ეტაპზე, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ორასამდე მოქალაქეს, რომელთაც მარჩენალი არ ჰყავთ, საკვები პროდუქტები სახლებში დაურიგდათ.

თითქმის დაკმაყოფილდა და რეაგირება მოჰყვება მერიის ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე, მერიის ცხელ ხაზზე სამასამდე ზარი შევიდა.

პროდუქტების დაფასოებაში მოსახლეობამდე მიტანასა და ცხელ ხაზზე შესული ზარების მიხედვით მოქალაქეთა მომსახურებაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ მერიის მოხალისეთა ჯგუფის წევრები, რომლებმაც საქართველოს წითელი ჯვრის სამტრედიის წარმომადგენლების მიერ, სპეციალური ტრენინგები გაიარეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები