აზერბაიჯანის მოქალაქეთა ვიზიტები საქართველოში 16.7 %-ით შემცირდა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანის მოქალაქეთა ვიზიტები საქართველოში 16.7 %-ით შემცირდა. აზერბაიჯანის სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში უცხოეთში აზერბაიჯანელთა ვიზიტები 23 %-ით შემცირდა და 923 ათასი ადამიანი შეადგინა.

ოფიციალური სტატისტიკით, აზერბაიჯანელი ვიზიტორების 30 % საქართველოს ესტუმრა, 34.1 პროცენტი – ირანს, ხოლო 20.1 % –  რუსეთის ფედერაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები