WHO: აფრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, 10 მილიონამდე გაიზარდოს
აფრიკის კონტინენტზე კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი შესაძლოა, მკვეთრად – 10 მილიონ ადამიანამდე გაიზარდოს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური განყოფილების გათვლით, ამ პროცესს სამიდან ექვს თვემდე დასჭირდება, – წერს Reuters-ი.
“ციფრების დაზუსტება ჯერ კიდევ მოგვიწევს. გრძელვადიანი პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, რადგან პირობები და ჯანდაცვის სფეროში ზომები იცვლება”, – განაცხადა ტელეკონფერენციის დროს აფრიკაში საგანგებო ვითარებაზე რეაგირების WHO-ს პროგრამის ხელმძღვანელმა, მიშელ იომ.
ამჟამად, აფრიკაში კორონავირუსის მხოლოდ 17 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელი რებეკა მური შიშობს, რომ ვირუსი ქვეყნებს შიგნით დაიწყებს გავრცელებას.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების შესახებ არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაზე უარყოფითად აისახება, არამედ – ისეთ მომაკვდინებელ დაავადებებთან როგორიც არის პოლიომელიტი, შიდსი და მალარია.
მუტის თქმით, აფრიკის კონტინენტის ქვეყნების მთავრობების დასახმარებლად პამდემიასთან ბრძოლაში ორგანიზაციას 300 მლნ დოლარი ესაჭიროება.