ყაზახეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
ყაზახეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი თვითმფრინავი მიგ-31 ყარაღანდას აეროპორტთან ჩამოვარდა.
ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავის ეკიპაჟმა კატაპულტირება შეძლო და ისინი გადარჩნენ.
ავარია ერთ-ერთი გეგმური ფრენის დროს მოხდა.
უწყებაში აღნიშნეს, რომ აფრენის შემდეგ ერთ-ერთ ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.
მომხდარზე გამოძიება დაწყებულია.