ბოლნისის მუნიციპალიტეტმა “სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადასცა

ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ააიპ ,,სათნოების სახლის“ ბენეფიციარებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრად სააღდგომო ნობათი გადასცა.

ნობათი 160-მა ოჯახმა, მათ შორის შინმოვლის სერვისის ბენეფიციარებმაც მიიღეს.

სურსათის დარიგების პროცესში სოციალური დისტანციის დაცვას მოხალისეები უზრუნველყოფდნენ. ნობათების გადაცემა საკარანტინო მდგომარეობით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები