მეუფე გრიგოლი: როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული, არ შეიძლება, არ დავუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან

“ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული, არ შეიძლება, არ დავუჯეროთ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან”, – ამის შესახებ წირვის შემდგომ, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ ხალხს, ვინც ისეა მონდობილი ეკლესიაზე, როგორც – ჩვილი დედის მკერდზე. ეს ხალხი არის მრევლი, რომელიც იმედის თვალით შეჰყურებს და ელოდება შენგან მაცხონებელ სიტყვას. ამ მდგომარეობაში, როდესაც ასეთი საფრთხის წინაშე დგას თითოეული, არ შეიძლება, ჩვენ არ დავუჯეროთ იმ ადამიანებს, ვინც ამ დარგის სპეციალისტები არიან. სახეზე არის მრავალი მაგალითი. ის პროცესი, ის განვითარება ამ მოვლენებისა, მათ უწყიან, ისინი ხედავენ ამას, როგორც თქვენ მე მხედავთ და მე თქვენ გხედავთ. ძალიან მიმძიმს საუბარი ამ თემაზე“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ეკლესიებში ხალხმრავლობის შემთხვევაში მოსალოდნელ საფრთხეზე, მეუფემ განმარტა, რომ ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს.

“ასეთი ორგანო საპატრიარქოში არ არსებობს, რომელიც ამ კრიზისის პირობებში პასუხისმგებლობას აიღებდა. ასეთი, როგორც ადრე გითხარით, არის წმინდა სინოდი, რომელიც გაიმართა ადრე და მიიღო გადაწყვეტილება, რაც მიიღო და მას შემდეგ უკვე ჩვენ რამდენიმე განცხადება მოვისმინეთ, საზოგადოებამ მოისმინა, თუმცა ეს ყველაფერი არის რეკომენდაციები და რეკომენდაცია დიდად განსხვავდება კურთხევისგან“, – აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები