ხაშურში სოციალური სასადილოს ბენეფიციარებს საკვებს სახლში მიუტანენ
ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალური სასადილოს მოსარგებლეთათვის საკვების ბინაზე მიწოდება მიმდინარეობს. პროდუქტების განაწილების პროცესს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური ხელმძღვანელობს.
კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, სოციალური სასადილოს ის ბენეფიციარები, რომლებიც რისკჯგუფებს განეკუთვნებიან, კერძოდ, შშმ პირები, ხანდაზმულები, და სხვა რისკჯგუფების წარმომადგენლები, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მათთვის განკუთვნილ ულუფას უკვე ერთი თვეა, ყოველდღიურად სახლში იღებენ.
მათთვის საკვების მიწოდებას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.