ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლები მაყურებლის გარეშე ტარდება
ოზურგეთის თეატრიც განათლების და კულტურის სამინისტროს რეკომენდაციას ითვალისწინებს და სპექტაკლებს დისტანციურად, ონლაინ სივრცეში უშვებს. ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა უკვე რამდენიმე სპექტაკლი წარმოადგინა. გარდა ამისა, თეატრის დასი სახლიდან გადის რეპეტიციებს, კონტაქტი აქვთ რეჟისორებთან და აქტიურად ემზადებიან მომდევნო თეატრალური სეზონისთვის.
სპექტაკლების ონლაინ სივრცეში წარმოდგენაზე “რეგიონულ კვირას” ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ვასილ ჩიგოგიძე ესაუბრა.
„ პანდემიასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, შეჩერებულია რეპეტიციები, გადაიდო ჩვენს რეაბილიტირებულ შენობაში შესვლა. თუმცა, ვართ იმედიანად. მსახიობები მუშაობენ სახლის პირობებში, აქვთ კონტაქტები რეჟისორებთან. ჩვენი სამინისტროს კარგ წამოწყებას, რომლის ჩაფიქრება ფაქტობრივად ერთად მოხდა, ღონისძიებების დისტანციურად გაშუქების თაობაზე, ოზურგეთის თეატრმა ღირსეულად აუბა მხარი. 25 მარტიდან ჩვენი სპექტაკლების ვიდეოჩანაწერები გადის ინტერნეტ სივრცეში, “ფეისბუქი”, “იუთუბი”, ინტერნეტ ტელევიზია „იუტვ“.
ქართული ენის დღეს მივუძღვენით სპექტაკლი ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, სიყვარულის დღეს – „შემოდგომის სონატა“. თეატრი არის ცოცხალი ხელოვნება, მნიშველოვანია მაყურებელთან კონტაქტი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კამერით არის ჩაწერილი, ხარისხი იკარგება, მაგრამ ბევრი დადებითი აქვს ამ დისტანციურ ჩვენებებს, გვაქვს მაყურებელთან კონტაქტი, გვირეკავენ კიდეც, „დარაბებს მიღმა გაზაფხულიას“ შემდეგ დაგვირეკა ლაშა თაბუკაშვილმა ძალიან სერიოზული შეფასებით. ვიხსენებთ ჩვენს სპექტაკლებს, ვაანალიზებთ ხარიხს, რეპერტუარს, რომელიც შეიცავს კლასიკას, თანამედროვეობას”,- განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ,

ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი აპრილის თვეში რეაბილიტირებულ თეატრში უნდა შესულიყო, თუმცა კორონავირუსის გავრცელებამ ქვეყანაში, ამ ფაქტს ხელი შეუშალა. ამ მომენტისთვის თეატრის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს. მშენებლობა ,ფაქტობრივად დასრულებულია. შენობა შემოდგომაზე გაიხსნება, თეატრის 153-ე სეზონთან ერთად.