ქუთაისში კორონავირუსზე გაკეთებული 71 ანალიზის პასუხი უარყოფითია

ქუთაისის ლაბორატორიაში გაკეთებული 71 კვლევიდან ყველა უარყოფითია და არცერთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახენ “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა განუცხადა. მისივე თქმით, პაციენტები  სხვადასხვა რეგიონიდან არიან, მათ შორის, თერჯოლის, სოფელ ფანცხანაყანების, ჭიათურისა და წყალტუბოს კლასტერებიდანაც.
“71 ნიმუშის კვლევა გვქონდა, მათ შორის, არცერთი დადებითი. ნიმუშები აღებულ იქნა სხვადასხვა რეგიონის მაცხოვრებლებიდან, მათ შორის, თერჯოლის, ფანცხანაყანების, ჭიათურისა და წყალტუბოს საკარანტინე ზონიდან”, -განაცხადა გოჩა გიორგიძემ.
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კი Covid 19-ის დიაგნოზით მკურნალობას 24 პაციენტი გადის, კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მათგან ოთხის მდგომარეობაა მძიმე, თუმცა არა კრიტიკული.

“გვიწევს 24 პაციენტი. გუშინ შემოიყვანეს ერთი, რომელიც არის უკვე ჩვენთან მწოლიარე პაციენტის ოჯახის კავშირი. 24პაციენტიდან ოთხის მდგომარეობაა მძიმეა, თუმცა არა კრიტიკული”, – აღნიშნა თემურ ნადირაძემ.

შეგახსენებთ, იმერეთში ამ დრომდე Covid19- ის დიაგნოზით მკურნალობას 25 პაციენტი გადის,. მათგან  24 ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში, ერთი კი – საჩხერის სამედიცინო ცენტრში. იმერეთის მასშტაბით კარანტინში 394 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები