საფრანგეთის ავიამზიდ “შარლ დე გოლზე” კორონავირუსი ეკიპაჟის 668 წევრს დაუდასტურდა

საფრანგეთის ავიამზიდ “შარლ დე გოლის” ბორტზე კორონავირუსი ეკიპაჟის 668 წევრს დაუდასტურდა.

ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ტესტირება ეკიპაჟის 1 767 წევრს ჩაუტარდა.

ინფიცირებულთაგან 31 ადამიანი ქალაქ ტულონში, წმინდა ანას ჰოსპიტალშია მოთავსებული. მათგან ერთი რეანიმაციაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები