ლაშა ხუციშვილი: დიდი მადლობა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს

“ეს არის კონკრეტული თვეების მიხედვით გაწერილი ის ბუფერი, რომელიც მოკლევადიან პერიოდში (8-10 თვე) გადაფარავს ყველანაირ დეფიციტს, ყველაზე ცუდი სცენარის (იმედია, არ რეალიზდება) პირობებშიც კი”, – ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრის მოადგილე საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან დასრულებულ მოლაპარაკებებს, რომელთა შედაეგადაც საქართველო, დაახლოებით, 3 მილიარდ დოლარს მიიღებს.

“დასრულდა 2-კვირიანი მოლაპარაკებები სავალუტო ფონდთან. არსებული გამოწვევების ფონზე, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც ბოლო პერიოდში გამართულა, ვინაიდან ფონდთან შეთანხმება არსებითი პირობაა სხვა დონორებთან მოლაპარაკებისთვისაც. ამავე ორ კვირაში გაიმართა კონსულტაცია ყველა(!) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან დამატებით დაფინანსების მოზიდვაზე.

ამ ეტაპისთვის – 1.5 მილიარდი დოლარი საბიუჯეტო დაფინანსება! 1.5 მილიარდი დოლარი ბიზნესისთვის მოზიდული თანხა! პრაქტიკულად, ყველა დონორთან მნიშვნელოვნად გავცდით ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის დადგენილ კვოტებს, რისი საშუალებაც გასული წლების განმავლობაში განხორციელებულმა რეფორმებმა მოგვცა. დიდი მადლობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს ასეთი თანამშრომლობისათვის – გალობალური გამოწვევების ფონზე, როცა საგარეო დაფინანსებას ითხოვს ყველა განვითარებადი ქვეყანა, დროის ასეთ მოკლე პერიოდში ამ მოცულობის დაფინანსებაზე შეთანხმება. ამ დროისთვის ეს პროგრესია, მეტი დეტალი მოგვიანებით”, – წერს ლაშა ხუციშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები