კახა ბექაური: აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მოვუაროთ მხოლოდ 1200 ასეთ პაციენტს
„აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს, ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მოვუაროთ მხოლოდ 1200 ასეთ პაციენტს”, – ამის შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური სოციალურ ქსელში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით წერს.
ბექაური სხვადასხვა ქვეყნისა და საქართველოს მაგალითს ადარებს.
„აშშ-ში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6068 ერთდროულად დაავადებულს;
იტალიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 6364 ერთდროულად დაავადებულს;
გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 4514 ერთდროულად დაავადებულს;
საფრანგეთში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 5453 ერთდროულად დაავადებულს;
ნიდერლანდებში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის გავრცელების პროექცია საქართველოზე ნიშნავს 5180 ერთდროულად დაავადებულს;
გერმანიაში ვირუსის გავრცელების დღევანდელი მდგომარეობის პროექცია საქართველოზე ნიშნავს 2664 ერთდროულად დაავადებულს;
ჩვენ შეგვიძლია, ერთდროულად მოვუაროთ #COVID19-ით დაავადებულ მხოლოდ 1200 ავადმყოფს.
#დარჩისახლში”, – წერს კახა ბექაური.