დათო ტურაშვილი – „ლიტერატურაზე უნდა დაგელაპარაკო“

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ აგრძელებს პირდაპირი ჩართვების სერიას და ამჯერად ერთ-ერთი ყველაზე  ლიტერატურული ნაწარმოების გრაფიკულ გამოცემას აანონსებს, რომელზეც 15 აპრილს, 19:00 საათზე დათო ტურაშვილი ისაუბრებს. პირდაპირი ჩართვის დროს ყველას შეეძლება კითხვების დასმაც.
ორგანიზატორების ინფორმაციით, „ვეფხისტყაოსნის“ ამ ახალ გამოცემაში ქართველი სუპერგმირების – ავთანდილის, თინათინის, ნესტანისა და ტარიელის სიყვარულის, უანგარო მეგობრობის, თანაგრძნობისა და თავგანწირვის ამბავი სრულიად ახლებური ხედვითაა გადმოცემული. მხატვარი დავით მაჭავარიანი ოთხი წლის განმავლობაში მუშაობდა ამბის ვიზუალურ თხრობაზე, ადაპტირებული ტექსტი კი პრემია „საბას“ ლაურეატ მწერალ სალომე ბენიძეს ეკუთვნის.
წიგნის შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი შეძენა შეგიძლიათ ჩვენს საიტზე, რომელზეც 21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი: https://bit.ly/2y6SM8j

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები