იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა
ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსზე ერთი დადებითი პასუხი მიიღეს. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა, თემურ ნადირაძემ მედიას განუცხადა.
მისი თქმით, გვიან ღამით აჭარიდან დედა-შვილი გადაიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით რთულია, რადგან პნევმონიებით მიმდინარეობს.
“გუშინ ერთი კვლევა გვქონდა და მივიღეთ დადებითი პასუხი. ასევე, ღამე შემოიყვანეს დედა-შვილი აჭარიდან, სულ კლინიკაში გვიწევს 23 დადასტურებული პაციენტი. მათგან 12-ის მდგომარეობა შედარებით გართულებულია, თუმცა ყველა პაციენტის დინამიკა დადებითია”, – განაცხადა თემურ ნადირაძემ.
შეგახსენებთ, იმერეთში, ამ დროისთვის, Covid19-ის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან შვიდი უკვე გამოჯანმრთელდა.