ლაშა ნაცვლიშვილი „ნაცმოძრაობაზე”: ერთი სული აქვთ, ხელისუფლებამ დრამატული შეცდომა დაუშვას

„ერთი სული აქვთ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვას დრამატული შეცდომა თუნდაც ეკლესიასთან მიმართებით. მათ ეს ქვეყანა და ხალხი სძულთ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა ტვ „იმედის” გადაცემა „ღია ეთერში” განაცხადა.

მისი თქმით, ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას” სურს, ხელისუფლებაში დაბრუნებაა.

„ერთადერთი, ამ დანაშაულებრივ მავნებლურ პოლიტიკურ ძალას სურს, ხელისუფლებაში დაბრუნებაა. დღევანდელი საზოგადოებრივი, ცივილიზაციური კონსენსუსით, რომელიც ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც შეიქმნა, მათი ადგილი ხელისუფლებაში არ არის. უნდა მოხდეს რამე ისეთი ტიპის ტექტონიკა, რომელიც ახალ წესრიგს დაამყარებს იმიტომ, რომ ძველ წესრიგშიც კი, როდესაც რაღაცები დაზიანებული იყო მაშინაც ვერ ახერხებდნენ კონსტიტუციური გზით, ამიტომ სულ გადატრიალებაზე ლაპარაკობდნენ, გეგმავდნენ და აკეთებდნენ. დღევანდელი კონსენსუსის პირობებში. ეს არის უშანსოდ არჩეული ხელისუფლება. ამიტომ ერთადერთი მათი შანსი არის, რომ დაინგრეს ეს ქვეყანა, იქნებ ახალში მაინც აირჩიონ”, – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები