სერგეი ლავროვი: რუსეთი და აშშ სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე დიალოგისთვის მზად არიან
“რუსეთი აშშ-თან სტრატეგიულ სტაბილურობასთან დაკავშირებით დიალოგისთვის არის მზად, რომელიც შეიცავს, მათ შორის, ახალი პერსპექტივების შემუშავებებსა და ჰიპერსონალურ იარაღს”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ონლაინრეჟიმში ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ.
ლავროვის თქმით, რამდენიმე კვირის წინ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო დაუკავშირდა, თუმცა და უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი საუბარი გაიმართება.
“აქტიურად მივესალმებით ამერიკელი პარტნიორების მსგავს ინტერესს, რადგან დიდი ხანია, ვცდილობთ, აღნიშნული პრობლემების განხილვა მეტად აქტიურად ყოფილიყო. მოადგილეების დონეზე რაუნდი შედგა. მაგრამ უფრო კონკრეტული დისკუსიები გვსურს, მათ შორის, შემტევი სტრატეგიული შეიარაღების შეთანხმების ჩათვლით, მის სამომავლო ბედთან დაკავშირებით. ღია ვართ, ასევე, ახალი პერსპექტიული შემუშავებისთვის, მათ შორის, ჰიპერსონალური იარაღის კონტექსტში, ყველა ფაქტორისა და ასპექტების გათვალისწინებით, რომელიც სტრატეგიულ სტაბილურობაზე ახდენს გავლენას”, – განაცხადა ლავროვმა.