თერჯოლის მუნიციპალიტეტში არსებულ, შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს სასურსათო ამანათები გადასცეს
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძემ, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, მუნიციპალიტეტში არსებულ შშმ ბავშვთა დღის ცენტრებს – „საპოვნელასა” და „მზის სხივს”, სასურსათო ამანათები გადასცეს.
ლაშა გოგიაშვილი ცენტრების აღსაზრდელთა პირობებითა და პრობლემებით დაინტერესდა. მან პედაგოგებს განსაკუთრებული მზრუნველობისა და მხარდაჭერის, ასევე, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ სტუმრობისა და აღსაზრდელთა გაცნობის პირობა მისცა.
დღესვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საჯარო ბაღებში პროდუქტების გაცემის პროცესს სოფელ ბარდუბნის საბავშვო ბაღში გაეცნენ.
მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 1189 აღსაზრდელისთვის პროდუქტის გადაცემის მეორე ეტაპი ხვალ დასრულდება. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სააღმზრდელო პროცესი თერჯოლის საბავშვო ბაღებში 2 მარტიდან შეჩერებულია. პროდუქტი, რომელიც ბაღებში ბავშვთა კვებისთვის იყო გათვალისწინებული, აღსაზრდელების მშობლებს გადაეცემათ.