ალექსანდრე ლუკაშენკო: ევრაზიული კავშირის ქვეყნების ეკონომიკას ჩამოშლა ემუქრება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ევრაზიული კავშირის ქვეყნების ეკონომიკის ჩამოშლის საფრთხე მაღალია, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ევრაზიული ეკონომიკური საბჭოს წევრების სამუშაო შეხვედრაზე.

“როგორც არასდროს, მაღალია ნებისმიერი ეკონომიკის საფუძვლის ჩამოშლის რისკი – მრეწველობის, მისი მწარმოებლური თუ კოოპერაციული კავშირების. მათ შექმნაზე ექვს წელზე მეტი დავხარჯეთ, და სამუშაო დღემდე არ დასრულებულა. ამასთან, შექმნილის საფრთხის ქვეშ დაყენება, გაუაზრებლად, დღეს ძალიან პოპულარული ეპიდსაწინააღმდეგო ზომების დახმარებით – შესაძლებელია”, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან, ასევე, დააყენა საკითხი, როგორ მოხერხდება პანდემიის შემდეგ ტექნოლოგიური ჯაჭვის აღდგენა.

ბელარუსის პრეზიდენტმა მაგალითად ეკონომიკური აღდგენის ის ზომები მოიყვანა, რომელსაც ევროპა, აშშ და ჩინეთი იყენებენ.

“ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, იმ გზით ვიაროთ, რომელიც ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევს”, – განმარტა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებია რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთი. გაერთიანება 2015 წლის 1-ელი იანვრიდან მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები