თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება

თელავის მუნიციპალიტეტში სასურსათო პაკეტების დარიგება გრძელდება.  სოციალური აქციის ფარგლებში, თელაველმა ფეხბურთელმა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ალექსანდრე ამისულაშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის მერიას 150 სასურსათო პაკეტი გადასცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა მოხალისეთა ჯგუფებთან ერთად შეჭირვებულ ოჯახებს აღნიშნული სასურსათო პაკეტები პირადად გადასცა. აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა დასახმარებლად თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გასცა 400 სასურსათო პაკეტი.

თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებულ საბავშვო ბაღებში კი სასურსათო კალათი 3 146 აღსაზრდელს გადაეცა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერია აგრძელებს შეჭირვებული მოქალაქეების დახმარებას. სასურსათო პაკეტები, საჭიროებისამებრ, სხვადახვა სოციალური კატეგორიის მქონე მოქალაქეებს გადაეცემათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები