აშშ-ში შეზღუდვების მოხსნა შესაძლოა, მაისიდან დაიწყოს

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ქვეყანაში “სიფრთხილით” მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ ფაუჩიმ CNN-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, აპრილის ბოლოს ვითარების გადაფასება მოხდება და, შედეგების შესაბამისად, შესაძლოა,  მიღებული იყოს გადაწყვეტილება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნების შესახებ.

ფაუჩი ეპიდემიასთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის კონსულტანტია.

დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჩვეულ რეჟიმზე დაბრუნებასთან დაკავშირებით შექმნილ საბჭოს წარადგენს, რომელიც ექსპერტებისგან არის დაკომპლექტებული და რომლის ამოცანა შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით უსაფრთხო ზომების მიღებასთან დაკავშირებით მსჯელობაა.

11 აპრილს დონალდ ტრამპმა 50-ვე შტატში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები