ევროკომისიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
კორონავირუსს ევროკომისიის კვლევებისა და ინოვაციების დირექტორატის თანამშრომელი ემსხვერპლა.
ამის შესახებ Twitter-ის გვერდზე ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონდ ერ ლაიენმა დაწერა.
“ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ევროკომისიის ერთგული თანამშრომლის გარდაცვალებას. გულწრფელად ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ფიქრებით, ასევე, ევროპის საბჭოში მის კოლეგებთან ვარ”, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიაში ეს გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.