აშშ-ში კორონავირუსს უკვე 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

აშშ-ში კორონავირუსს უკვე 22 056 ადამიანი ემსხვერპლა​, – იტყობინება New York Times-ი.

ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემით, ერთ დღეში ვირუსს 1514 პაციენტი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთაგან 6 698 ნიუ იორკშია.

ქვეყანაში ინფიცირებულია 557 500 ადამიანი, მათგან თითქმის 100 ათასი ნიუ იორკშია.

CNN-თან საუბარში ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა, ანტონიო ფოჩიმ განაცხადა, რომ პანდემიასთან დაკავშირებით ხელისუფლებას შემზღუდავი ზომების დანერგვა ადრე რომ დაეწყო, მსხვერპლის მნიშვნელოვანი შემცირება იქნებოდა შესაძლებელი.

ფოჩი არ არის დარწმუნებული, რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე მოახერხებს მისვლას, რადგან შემოდგომა-ზამთრის სეზონზე ეპიდემიის მეორე ტალღაა მოსალოდნელი.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 50-ვე შტატში სტიქიური უბედურების რეჟიმი გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები