უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3102-მდე გაიზარდა

უკრაინაში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 325 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 3102 ინფიცირებულია, – განაცხადეს ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში.

13 აპრილის მდგომარეობით, ვირუსს 93 ადამიანი ემსხვერპლა, 97 კი გამოჯანმრთელდა.

უწყების ინფორმაციით, ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი რიცხვი ისევ კიევშია – 495; ჩერნოვიცკის ოლქში – 462; ივანო-ფრანკოვსკის ოლქში – 300 და ტერნოპოლში – 273.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები