“თბილისი ენერჯი”:ახალი,უსაფრთხო გაზსადენის ქსელში ჩართვის მიზნით, მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში აბონენტთა ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
“ახალი, უსაფრთხო გაზსადენის ქსელში ჩართვის მიზნით, აბონენტთა ნაწილს მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება”,- ამის შესახებ “თბილისი ენერჯის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დედაქალაქის გაზმომარაგებისთვის, დასრულდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. სარეაბილიტაციო სამუშაოების მეოთხე ეტაპის ფარგლებში, კომპანია “თბილისი ენერჯიმ” გაზსადენის 320 მეტრის სიგრძის მონაკვეთი
საშუალო წნევის 300 მმ–იანი თანამედროვე პოლიეთილენის მილით სრულად განაახლა.
აღნიშნული მონაკვეთი დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთია. ახალი, უსაფრთხო გაზსადენის ქსელში ჩართვის მიზნით, 13 აპრილის 10:00 საათიდან, 14 აპრილის 13:00 საათამდე გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება აბონენტთა ნაწილს მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონებში. კომპანია თბილისის ენერჯი წინასწარ ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვა აუცილებელია თქვენი უსაფრთხოებისთვის, ასევე უწყვეტი და საიმედო გაზმომარაგებითვის. ასევე შეგახსენებთ,
ბუნებრივი გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 2 40 40 04 ან სწრაფი რეაგირების სამსახურის ნომერზე 114. თქვენ ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ „თბილისი ენერჯის” სოციალური ქსელით და ვებგვერდის Www.Te.Ge სპეციალური სწრაფი დისტანციური მომსახურების ღილაკით. გისურვებთ ჯანმრთელობას და დარჩით სახლში”,- ნათქვამია განცხადებაში.