მარტვილის ე.წ ცხელების ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე და პარლამენტის წევრი გოგა გულორდავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან აკაკი ხუნწელიასთან და მარტვილში ევექსის კლინიკის დირექტორთან გიორგი ხორავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში ე.წ. ცხელების ცენტრში არსებულ მდგომარეობას გაეცნენ.

ე.წ ცხელების ცენტრი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მარტვილის მუნიციპალიტეტში “ევექსის” კლინიკების მარტვილის ჰოსპიტალის ბაზაზე მოეწყო.

კლინიკა აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და აპარატურით. ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება.

ე.წ. ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ მართვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები