წყალტუბოს საკარანტინე სივრცე 70 მოქალაქემ დატოვა

წყალტუბოს საკარანტინე სივრცე 70 მოქალაქემ დატოვა.  სასტუმროს დატოვებამდე კარანტინში მყოფებმა სამედიცინო შემოწმება გაიარა.

მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინე ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, ტრანსპორტირება კი საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

იმერეთის რეგიონში 4 საკარანტინო ზონაა მოწყობილი. კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითა და მთავრობის დადგენილებით, ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქართველოს მასშტაბით ამ დროისთვის 86 სასტუმროში საკარანტინე სივრცეების მოწყობას გაუწია ორგანიზება. საკარანტინე სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები