თერჯოლის მუნიციპალიტეტში 5 ადამიანი კარანტინში, ხოლო 70 თვითიზოლაციაში იმყოფება
თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საზანოსა და ღვანკითში ,ხუთი ადამიანი კარანტინში ,ხოლო 70 თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, როდესაც სოფელ ღვანკითში ქალბატონს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ოჯახის ოთხი წევრი და ერთი მეზობელი კარანტინში გადაიყვანეს,ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი 19ადამიანი თვითიზოლაციაშია.
ასევე, თვითიზოლაციაში არიან სოფელ საზანოს 50- მდე ადამიანი, რომელთაც შეხება ჰქონდათ ე.წ ვანის კლასტერთან.
“თერჯოლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში რამდენიმე ადამიანია თვითიზოლაციაში ,ეს ადამიანები არ უკავშირდებიან ერთმანეთს ,რადგან სხვადასხვა კლასტერია. ყველა ის ადამიანი, ვინც დაკავშირებულები იყვნენ დაინფიცირებულებთან, არიან თვითიზოლაციაში. ამ დროის მონაცემებით, თერჯოლაში, ან რომელიმე სოფელში ბლოკპოსტების მოწყობა არ იგეგმება. ადგილზე მუშაობენ ჩვენი ექსპერტები და დაავადებათა კონტროლის სპეციალისტები”,-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
შეგახსენებთ, გვიან ღამით თერჯოლის ე.წ ცხელების ცენტრიდან კორონავირუსის დიაგნოზით, ქალბატონი ქუთაისის ახალ ინფექციურ კლინიკაში გადაიყვანეს.