ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე მაღაზია OKAY გაქურდეს. შენთხვევა დღეს დაახლოებით, ნახევარი საათის წინ მოხდა. სწორედ მაშინ, როდესაც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში დაწესებული კომენდანტის საათი უკვე ამოქმედებული იყო.
წინასწარი ცნობით, წაღებულია წვრილმანი სასურსათო პროდუქტი, ტკბილეულობა და ალკოჰოლური სასმელები.
როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” ყვებიან, ქურდობა არასრულწლოვანმა ჩაიდინა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ძარცვას გულისხმობს.