ჯეიმს აპატურაი: საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე ხდება ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი საქართველოს 9 აპრილს ულოცავს.
როგორც მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე ხდება ახლაც პანდემიასთან ბრძოლის დროს.
“ვულოცავ საქართველოს ეროვნული ერთობის დღეს. საქართველოს კრიზისის პერიოდში ერთად დგომის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს და ასე ხდება ახლაც პანდემიასთან ბრძოლაში, რომლის წინაშეც ჩვენ ყველა აღმოვჩნდით”, – დაწერა აპატურაიმ.