კარლ ჰარცელი: ევროკავშირი დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად “კოვიდ-19“–თან გამკლავებაში

“სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად კოვიდ-19–თან გამკლავებაში”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული თანხა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს.

„სიამაყით ვაცხადებ, რომ ევროკავშირი გადაამისამართებს და დააჩქარებს 180 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფას საქართველოს დასახმარებლად „კოვიდ-19“–თან გამკლავებაში. ეს თანხა ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და სოციალურ გაჯანსაღებას, ადგილობრივ დონეზე გამოიყოფა და გააძლიერებს სახელმწიფო ფინანსებს და დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გაართვას თავი ამ ეკონომიკურად რთულ პერიოდში.

ეს დაფინანსება გრანტის და არა სესხის სახით გამოიყოფა და დაემატება დახმარების იმ პაკეტს, რომლის შესახებ ევროკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა, საქართველოსთვის ევროკავშირის მთლიანი დახმარება 250 მილიონ ევროზე მეტია“, – განაცხადა ჰარცელმა​​.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები