StopCoV ფონდში 124 მლნ 200 ათასი ლარია მობილიზებული

COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 124 მილიონ 200 ათასი ლარია მობილიზებული.

ბიზნესომბუდსმენის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე, ფიზიკურმა პირებმა:

· ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ფონდი „ქართუ”, 100 მლნ ლარი

· L-ჯორჯია, 50 ათასი ლარი

· M B G * ემ-ბი-ჯი, 30 ათასი ლარი

· გორის ცენტრალური საავადმყოფო „გორმედი”, 40 ათასი ლარი

· ემენ ქემიკალ ჯორჯია, 30 ათასი ლარი

· უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, 22 ათასი ლარი

· შპს “ბრიკო კავკასუს”, 20 ათასი ლარი

· შპს ევროცემენტი, 20 ათასი ლარი

· ქაშანური, 20 ათასი ლარი

· ლიბო გრუპი, 10 ათასი ლარი

· დავით ზილფიმიანი, 10 ათასი ლარი

· საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, 10 ათასი ლარი

· თამარ ტალიაშვილი, 10 ათასი ლარი

· გაზმშენი, 10 ათასი ლარი

· Richmountain Geo Export, 10 ათასი ლარი

· საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, 5 ათასი ლარი

· ზაზა ინასარიძე, 5 ათასი ლარი

· შპს „სანდა”, 5 ათასი ლარი

· თბილისის სამგზავრო ტრანსპორტის მუშაკთა პროფესიული კავშირი, 5 ათასი ლარი

· ონკოპრევენციის ცენტრის კავშირი, 5 ათასი ლარი

· შპს „ეკონია”, 5 ათასი ლარი

· დავით კილაძე, 3 ათასი ლარი

· შპს ,,ხელვაჩაურის პურპროდუქტები”, 3 ათასი ლარი

ამასთან, ქართული ოცნების მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსთან ბრძოლის StopCoV ფონდში გადარიცხავენ.

სოლიდარობის აქციას შეუერთდნენ საქართველოს გენერალური პროკურორი და მისი მოადგილეები.
სოლიდარობის აქციას უერთდებიან აჭარისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობები.

StopCoV ფონდის საშუალებით ყველა მსურველს შეუძლია, კორონავირუსთან ბრძოლაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები