აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
აზერბაიჯანში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყანაში 926 ინფიცირებულია, – განაცხადეს ოპერატიულ შტაბში.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში ერთი ლეტალური შემთხვევა დადასტურდა, ვირუსს 1949 წელს დაბადებული პირი ემსხვერპლა, რომელსაც ონკოლოგიური დაავადებები და შაქრის დიაბეტი აწუხებდა. სულ ქვეყანაში 9 ფატალური შემთხვევაა.
ამასთანავე, გასულ 24 საათში 38 პაციენტი განიკურნა, ჯამურად, კლინიკებიდან 101 ადამიანია გაწერილი.