დავით ჩიხელიძე: ივანიშვილების ოჯახის ქველმოქმედება უპრეცედენტოა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ – მსოფლიო მასშტაბით
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანლის, დავით ჩიხელიძის თქმით, „მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებს, ჰყავდეს ისეთივე სტაბილური და საიმედო დაზღვევა, როგორიც ივანიშვილის სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს!”. როგორც მან აღნიშნა, ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მყისიერ რეაგირებას ახდენს!
„დღეს ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ მისთვის უმაღლესი ღირებულება საქართველო და ადამიანია. ივანიშვილმა 100 მილიონი ლარის კონტრიბუცია მოახდინა, რაც ვირუსთან ბრძოლასა და ქვეყნის ეკონომიკის სტაბილიზაციას მოხმარდება. კითხვა: სად არის ივანიშვილი? აქტუალური აღარ არის. ყველამ დავინახეთ, რომ ივანიშვილი ქვეყნის სადარაჯოზე დგას და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მყისიერ რეაგირებას ახდენს!
მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ისურვებს, ჰყავდეს ისეთივე სტაბილური და საიმედო დაზღვევა, როგორიც ივანიშვილის სახით ჩვენს ქვეყანას ჰყავს! ივანიშვილების ოჯახის მიერ განხორციელებული ქველმოქმედება ნამდვილად უპრეცედენტოა, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მასშტაბით (საერთო ჯამში, ქველმოქმედებაზე 3 მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული)”, – აღნიშნავს ჩიხელიძე.
„დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მიმართავს და შეახსენებს მათ, რომ ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არ გაკეთებულა კონკრეტული პარტიისთვის ან ადამიანისთვის, ის თითოეულ ჩვენგანს დაეხმარა.
„სამწუხაროდ, ქვეყანაში გვყავს არა ოპოზიცია, არამედ სააკაშვილის მიმდევართა ჯოგი, რომლისთვისაც მთავარი მამოძრავებელი ძალა მავნებლური რიტორიკაა, მივმართავ სექტას, ხომ ხართ პირველები გინებასა და ცილისწამებაში? ხართ! ახლა კეთილი ინებეთ და მადლობის თქმაში უკანასკნელნი მაინც იყავით, ამით ადამიანური სახის შენარჩუნებას შეძლებთ. ის, რაც ივანიშვილმა გააკეთა, არ გაკეთებულა კონკრეტული პარტიისთვის ან ადამიანისთვის, ის თითოეულ ჩვენგანს დაეხმარა, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, რაც მის მაღალ ადამიანურ ღირებულებებსა და მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს”, – აცხადებს დავით ჩიხელიძე.