თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მოქმედ ბიზნესს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის მადლობას უხდის
თორნიკე რიჟვაძე აჭარაში მოქმედ ბიზნესს რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის მადლობას უხდის.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვის პროცესში სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მონაწილეობა მიიღეს აჭარაში მოქმედმა კომპანიებმა: „ორბი ჯგუფი“, „ალიანს ჯგუფი“, შპს „გზა“, „ანაგი“, „ნოვა“, „გურუ ჰოლდინგი“, „გრინ რიზორთი“, „მეტრო სითი“, „რეკან გრუპ ჯორჯია“, „ემსი ქონსთრაქშენ“, „რეალ პალასი“, „აჭარის წყალი ჯორჯია“, შპს „ფიგოილი“, „გორგია“, „მოდუსი“, „თურსა“, ,,სახლი ხეივანში”, შპს „ახალი ხედვა“, ლევან შერვაშიძე.
აღნიშნულ კომპანიებსა და მათ წარმომადგნლებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ საჯარო მადლობა გადაუხადა.
“მინდა, საჯარო მადლობა გადავუხადო აჭარაში მოქმედ ბიზნესწარმომადგენლებს. ვინაიდან, ეს არის საერთო მნიშვნელობის საქმე და ის, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გამართულია და თვის ბოლომდე შეძლებს სრული დატვირთვით, 170 – ზე მეტი პაციენტის მიღებას, ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამ გამოწვევასთან გამკლავებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ რესპუბლიკური საავადმყოფოს გახსნისას.