დუშეთში ადგილობრივი ხელისუფლების წამომადგენლებმა 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა – ბესიკ ბიჩნიგაურმა და ზაქარია ხეხელაშვილმა 9 აპრილის დიდების მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” დუშეთის მერიიდან მიაწოდეს.

“1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ღამის მოვლენებიდან ზუსტად ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ იმ გმირებს, რომელთა თავდადებამ და თავგანწირვამ ორი წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებლობა“, – განაცხადეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები