თორნიკე რიჟვაძე: ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედებისა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია, ეწევა

“ეს არის ლოგიკური გაგრძელება ქველმოქმედებისა, რასაც ბიძინა ივანიშვილი უკვე წლებია, ეწევა”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ  „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში 100-მილიონიანი შემოწირულობის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

“ასევე, ეს არის მესიჯი ყველა იმ ჩასაფრებული ოპონენტებისთვის, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში თითქოს მორატორიუმის რეჟიმში არ გვაკრიტიკებდნენ, მაგრამ ყოველთვის მაინც ცდილობდნენ, რომ ჩასაფრებული პოზიციიდან ესაუბრათ როგორც მთავრობის ეფექტურობაზე, განსაკუთრებით, პარტიის ლიდერის მოქმედებებზე. ამიტომ, ამ ადამიანებს მოუწევთ, შეასრულონ ის სავალდებულო რეკომენდაცია, რომელიც ითვალისწინებს სახლში დარჩენასა და ჩასაფრებულ პოზიციაში გაგრძელებას თავისი პოლიტიკური ცხოვრების“, – განაცხადა რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილ ფონდში პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 100-მილიონიანი შემოწირულობა განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები