მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგდა

საქართველოში დამზადებული პირბადეებით მომარაგებულია მარნეულის, ბოლნისის, ვანისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტები, სადაც განსაკუთრებით რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. აღნიშნული მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებს შეუძლიათ საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადის შეძენა, რომლის ერთეულის ფასი 50 თეთრი იქნება.

როგორც “კვირას” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ამ მუნიციპალიტეტებში ქართული წარმოების, 12-შრიანი დოლბანდისგან დამზადებული, მაღალი ხარისხისა და მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების დროული მიწოდება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელების პრევენციიდან გამომდინარე. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული წარმოების პირბადეების შემადგენლობა შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.

ადგილობრივი წარმოების პირბადეების ქსელურ სააფთიაქო ქსელებში გაყიდვა 8 აპრილს დაიწყო. ამ ეტაპზე, გაიყიდება 400,000 ერთეული პირბადე. დედაქალაქის შემდეგ, ეტაპობრივად მოხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და იმ მუნიციპალიტეტების მომარაგება, სადაც საგანგებო მდგომარეობის პირობები განსაკუთრებული სიმკაცრით სრულდება. ხვალ საქართველოში დამზადებული პირბადეები ოთხი მსხვილი სააფთიაქო ქსელში (“ავერსი”, “პეესპე”, “ფარმადეპო”, “ჯიპისი”) მთელი საქართველოს მასშტაბით გაიყიდება.

მსოფლიოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის პირბადეების ადგილობრივი წარმოება რეკორდულად მოკლე დროში განხორციელდა. მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სხვა საჯარო უწყებებთან კოოპერაციის საფუძველზე, განახორციელა სამკერვალო საწარმოების, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს უსასყიდლოდ პირბადეების დამზადების პროექტში, იმპორტული დოლბანდის ნედლეულით უწყვეტი მიწოდების უზრუნველყოფა. შედეგად, საქართველომ, ბევრი სხვა ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, შეძლო ამ დეფიციტური პროდუქტის მასობრივი წარმოების დაწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები